Diario

  • ეკლექტიზმის კოეფიციენტი

    Mag 18 2007, 19:46

    Take your top 20 artists. For each of these artists, collect the top 5 similar artists. The resulting number of unique artists is your eclectic score. If the score is small (extreme = 5) your musical preferences are very limited, and if it is large (larger than 80, extreme = 100), then you have an eclectic musical preference. You can compute your own score at http://anthony.liekens.net/pub/scripts/last.fm/eclectic.php

    My eclectic score is currently

    83/100



    The 83 related artists for my profile are Aksak Maboul, Al Jones, Andy Roberts, Animal Collective, Anne Briggs, Art Zoyd, Bert Jansch, Can, Cannibal Corpse, Captain Beefheart & His Magic Band, Caravan (3), Cat Power (2), Cream, Death, Deep Purple, Destruction, Disgorge, Dying Fetus, Emitt Rhodes, Espers, Exhumed, Exodus, Fairport Convention (3), Faust, Fotheringay (2), Fresh Maggots, Gentle Giant (2), Gong (2), Gryphon (2), Hatfield and the North, Hawkwind, Henry Cow, Jack Off Jill, Jefferson Airplane, Jimi Hendrix, Joanna Newsom, John Renbourn, Last Days of Humanity, Led Zeppelin, Matching Mole, Mr. Brooks, Neutral Milk Hotel, Nick Drake, Pere Ubu, Pink Floyd, Premiata Forneria Marconi, Renaissance, Richard & Linda Thompson (3), Robert Wyatt, Sandy Denny (3), Shelagh Macdonald, Siouxsie and the Banshees, Six Organs of Admittance, Slapp Happy, Snakefinger, Sodom, Steeleye Span (2), Steppenwolf, Sufjan Stevens, Switchblade Symphony, Testament, The Beatles, The Doors, The Dresden Dolls, The Electric Prunes, The Incredible String Band, The Magnetic Fields, The Nice, The Pentangle (3), The Pretty Things, The Rolling Stones, The Velvet Underground, Tori Amos, Univers Zero, Van der Graaf Generator (2), Vashti Bunyan, Vetiver, White Magic, Агата Кристи, Аквариум, Алиса, Гражданская Оборона, Егор и Опизденевшие
  • რამდენად მეინსთრიმული ვარ - 1 წლის შემდეგ

    Mag 14 2007, 15:15

    სადღაც 1 წლის წინ გავაკეთე მსგავსი რამ აი აქ და შედეგების მიხედვით მხოლოდ 0,20% მეინსთრიმული ვიყავი. აღარ დავიწყებ პროცედურების განმეორებით აღწერას, უბრალოდ საბოლოო რიცხვებს გამოვიყვან.
    1. Devendra Banhart4,174,315
    2. Faun Fables 66,402
    3. Sandy Denny 70,723
    4. Kreator 1,522,428
    5. Янка Дягилева 90,850
    6. Soft Machine 227,667
    7. Fairport Convention 231,212
    8. Arthur Brown 29,368
    9. Curved Air 27,269
    10. Fotheringay 8,616
    საშუალოდ 644885
    ახლა კი ლასტ.ფმ-ის შემსრულებლების საშუალოს გამოვიყვან. მივიღე 24695280.
    მოცემული მომენტისათვის ჩემი მეინსთრიმულობის მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 0,03%
  • Seen Live - ”ცოცხლად” ნანახი

    Apr 25 2007, 15:43

    რაც მეტი ხანი გავა, უფრო დამავიწყდება და ემოციები ქვეცნობიერში დაილექება, ამიტომ უბრალოდ ვეცდები ქრონოლოგიურად ჩამოვწერო ყველა იმ ჯგუფის/შემსრულებლის სია, რომელის კონცერტზეც ვყოფილვარ. ჯერ-ჯერობით არც თუ ისე გრძელი იქნება ჩამონათვალი, დროთა განმავლობაში კი, იმედია, რამდენიმე გვერდი დასჭირდებს.
    Destruction - 22/06/2005

    Megadeth - 22/06/2005

    Orphaned Land - 29/10.2005

    Dio - 29/10.2005

    Samael - 28/12/2005

    Aria - 25/03/2006

    Nightmare (french heavy metal band) - 13/04/2006

    Kreator - 27/05/2006

    Devendra Banhart - 6/07/2006

    Whorecore - 10/08/2006

    Aborted - 10/08/2006

    Dismember - 29/08/2006

    Ian Anderson - 16/09/2006

    Brainville - 22/10/2006

    Faun Fables - 30/03/2007

    Behemoth - 21/04/2007
  • Арсений Тарковский

    Apr 13 2007, 15:18

    ЭВРИДИКА
    У человека тело
    Одно, как одиночка.
    Душе осточертела
    Сплошная оболочка
    С ушами и глазами
    Величиной в пятак
    И кожей — шрам на шраме,
    Надетой на костяк.

    Летит сквозь роговицу
    В небесную криницу,
    На ледяную спицу,
    На птичью колесницу
    И слышит сквозь решетку
    Живой тюрьмы своей
    Лесов и нив трещотку,
    Трубу семи морей.

    Душе грешно без тела,
    Как телу без сорочки, —
    Ни помысла, ни дела,
    Ни замысла, ни строчки.
    Загадка без разгадки:
    Кто возвратится вспять,
    Сплясав на той площадке,
    Где некому плясать?

    И снится мне другая
    Душа, в другой одежде:
    Горит, перебегая
    От робости к надежде,
    Огнем, как спирт, без тени
    Уходит по земле,
    На память гроздь сирени
    Оставив на столе.

    Дитя, беги, не сетуй
    Над Эвридикой бедной
    И палочкой по свету
    Гони свой обруч медный,
    Пока хоть в четверть слуха
    В ответ на каждый шаг
    И весело и сухо
    Земля шумит в ушах.
    1961
  • Faun Fables ყვითელ პადლოდკაში ანუ კიდევ ერთი დრიმბიქამსთრუება

    Apr 9 2007, 23:02

    კი გავიდა სადღაც 1 კვირა, მაგრამ არც ერთი წამი, ამოსუნთქვა, შეგრძნება, გაბრწყინ/ნათება არ ამომსვლია თავიდან დღემდე და კარგა ხანს ჩამრჩება ალბათ.
  • კვირეული

    Mar 7 2007, 7:22

  • პანიკა (დისკოზე არა)

    Feb 3 2007, 12:47

    ეჰ, ამ წუთას უზარმაზარი გაფორმებულ-გაშანშალებული ენთრი წამიშალა ამ დამპალმა მახტონმა. :გამწარებულიგაწითლებულისმაილი:
    ახლა რაში მდგომარეობს პანიკა. დ.-ს როგორც სჩვევია ხოლმე ჩემი ცრუეიფორიაში ჩაგდება, ორიოდე დღის წინ ისევ გამომიცხადა ”შენი მახინჯები ჩამოდიან”-ო. ანუ გულისხმობს ხოლმე უცხოელი პერფორმერების ჩამოსვლას კახეთის ცენტრსა შიგან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ ვენდე და ეგრევე შევვარდი საიტზე, სადაც გამოქვეყნებულია ხოლმე სიახლეები მომავალ კონცერტებზე. და ჰოი საოცრებავ

    ჰო, ჰო, ზუსტად ის Faun Fables გახლავთ, რომელზეც მიხსენებია ზემოთ. 1 წლის წინ დამატყვევა ამ ზღაპრულმა დუეტმა, რომელიც შედგება DAWN McCARTHY-სა და NILS FRYKDAHL-საგან. ამ დროის მანძილზე საკმაოდ შემყვარებიან ეს ოხრები. არ მჟერა, რომ ნილზს ვნახავ ცოცხლად. რამდენიმე თვის წინ იუთუბზე უშედეგოდ ვეძებდი მათ ვიდეოებს. დღეს კი აღმოჩნდა რამდენიმე ცალი. ეს ახალი ალბომიდან არის ძააააააალიან ლამაზი სიმღერა

    ეს კი სიმღერა 2004 წლის ალბომიდან, რომელიც მომაკვდინებელია, ასევე ლაივში. სხვათა შორის აქვე ჩანს მევიოლინე ჯგუფიდან Sleepytime Gorilla Museum კარლა. (ნილზი პარალელურად მანდაც უკრავს და მღერის)
    Poem 2
  • უკანასკნელი 3 თვის საუკეთესო ათეულის შეფასება

    Dic 1 2006, 22:57

    1 Fotheringay468

    2 Curved Air 193

    3 Chimera 164

    4 Irakli Charkviani 153

    5 Fairport Convention 144

    6 Devendra Banhart 142

    7 Sandy Denny 140

    8 The Cure 128

    9 Trader Horne 105

    10 Faun Fables 99

    მგონი, ამ ბოლო 3 თვის მანძილზე გავმეინსთრიმდი ბევრად უფრო, ვიდრე პირველი თვეების მანძილზე, როცა პირველი მეინსთრიმულობის კოეფიციენტი გამოვაქვეყნე. ძალიან მაინტერესებს, ვიცი, ახლა ძალიან მაღალი მექნება, მაგრამ მეზარება ამდენი არითმეტიკა და შეკრება-გამოკლება-გამრავლება.
    ისე ამდენი არტისტის ლინკი უნდა დამედო რო? მერე მავანი მოვა და მეტყვის, რომ ტაილანდურად ვწერ... ნუ ფოზერინგეი გასაგებია, მას შემდეგ რაც კეთილ ბლოგერთა საზოგადოებას გავეცანი და იქ რამდენიმე ბუთლეგი აღმოვაჩინე მათი, განუწყვეტლივ ვუსმენდი. ეს გახლავთ სენდი დენის (რომელიც ასევე იმყოფება ამ ათეულში R.I.P) ბენდი. Fairport Convention-თან ჩაწერილი 2 ლპ-ს შემდეგ სენდი ტოვებს მათ, ისევე როგორც მის წინამძღვარ The Strawbs-ს და აყალიბებს სოლო ფოზერინგეის. ერთადერთი სტუდიური ჩანაწერი აქვთ ამავე სახელწოდების და მე 2-3 ბუთლეგიც ვიშოვე მითიური კეთილი ბლოგერებისგან. ისე ამ ათეულში ქალ ვოკალისტიანი ბენდები ჭარბობენ, სადღაც 5 არის ქალი თუ არა ბექ ვოკალები მაინც ქალი. ნუ Curved Air გასაგებია, ვნე კონკურსა იქნება ვეშები Elfin Boy, [track artist=Metamorphosis[/track] და [track artist=Curved Air]Easy[/track].
    ნუ არ შემიძლია, არ ვახსენო ეს ქალთა ტრიო Chimera
  • Brainville კახეთის გულსა შიგან - ანუ დაუჯერებელი ოცნების ასრულება

    Ott 24 2006, 21:13

    Brainville გახლავთ სუპერ-ჯგუფი, რომელიც 3 ზევარსკვავისაგან შედგება: Daevid Allen (Gong-დან); Hugh Hopper (კენტერბერიული სცენის მეორე ლეგენდა, სოფტ მეშინის და ქარავანის ბასისტი) და დრამზე ავანგარდული დოლის ღმერთი Chris Cutler (ჰენრი ქაუს და არტ ბიარსის მედოლე).
    რაღაცნაირად სასტიკად მიჭირს ლაპარაკი გონგზე, მით უმეტეს დევიდზე... თან ჩემი სქრინნეიმიც ბევრგან არის ამ კაცის სახელი და გვარი და აქაც...
    მართალია, ამათი არც ერთი ჩანაწერი არ მაქვს მოსმენილი (ან აქვთ კი საერთოდ?!), მაგრამ თავი უცხოდ და მოწყენილად 1 წამითაც კი არ მიგრძვნია. შესვლისთანავე სცენაზე მოვიკალათე და მთელი კონცერტის განმავლობაში ხელის შესახები სიშორით ვუყსმენდი დევიდს, ჰიუსა და ქრისს. დევიდმა სეტლისტი იატაკზე დაიდო, წინ ტექსტები მოიმარჯვა (ეტყობა ასაკი თავისას შვება), სხვათა შორის, ტექსტების წიგნზე გარედან მანდალა ეხატა, ზუსტად ისეთი, როგორიც გონგის ოფიციალურ საიტზეა www.planetgong.co.uk და როგორიც ჩემი ავატარია ერთგან.... და კიდევ ერთ ბიჭს ეხატა სახეზე და ბენდენაზე...
    აი ასე შემოიპარა სცენაზე მოხუცი ჯადოქარი

    და მისი ჯადოსნური გიტარა, რომელიც განუყრელად დაჰყვება.

    ერთი აღსანიშნავი მომენტია, რომ ამ სუპერჯგუფის დრამერი იყო Pip Pyle, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. დევიდმა ერთი კომპოზიციაც კი მიუძღვნა კონცერტზე მის ხსოვნას, თანაც დააყოლა, რომ სასიხარულო ამბავია ის, რომ ფიპმა ორგაზმისას განუტევა სული.








    ბოლოს დევიდმა თაყვანისმცემლების გადაღებაც კი გადაწყვიტა ჯიბიდან მოულოდნელად ამოძვრენილი ფოტოკამერით.

    გავიდნენ (ნუ ბისზე რომ იციან ხოლმე, არა და სეტლისტის ფურცელი ცხვირწინ მიდევს და აშკარად კიდევ წერია სიმღერები). ვიღაც ბიჭი წივილ-კივილით გადმოევლო უკნიდან ბრბოს და დევიდს მიაწოდა პატარა სათამაშო, ეტყობა საკუთარი ხელით გაკეთებული დევიდ ალენი;) პატარა ჯადოქარი იყო.
    აი ეს ბიჭიც, ჩემი კამერის წინაც იპოზიორა.

    ჩემს გვერდით მდგომმა საკმაოდ მოხუცებულმა კაცმა კი ამ ალიაქოთში დასტაცა ხელი სეტლისტის ფურცელს და ჯიბეში იტუცა, როგორღაც მოვახერხე გადაღება


  • Late November... ანუ დაბრუნება

    Ott 11 2006, 22:37

    ნოემბერი რა შუაშია, სექტემბრის ბოლოს მოხდა დაბრუნება, მაგრამ ამ სიმღერის ფონზე ხდებოდა... Late November

    26 სექტემბრის დილით უკვე თბილისში ვიყავი. ჩემს ოთახში შესვლისთანავე ელდა მეცა, საწოლი შემობრუნებული, ყველაფერი სხვა ფერის (რეალურად იმავე ფერის, მაგრამ ჩემთვის უცხო იყო)... შოკი, იატაკზე ”ძილი”, დილით თაროებზე სულ სხვა წიგნები...
    იქ სადღაც უცხოდ გრძნობ თავს და დღე და ღამე გესიზმრება, თუ როდის დაბრუნდები ”შენსა”, ჰოდა შენის მაგივრად სრულიად უცხოს რომ აღმოაჩენ საშინელი პანიკა გიპყრობს, ყველაფერი უცხოა: ოთახი, საწოლი, თაროები, ქუჩები, ბებოები, ურთიერთობები, მამა...
    ჭია მაწუხებს, თუ არა აქ სხვაგან სად? სადაა ”ის ჩემი ადგილი”, რაზეც ქარავანი მღერის Place Of My Own
    ”I've got this place of my own

    Where I can go when I feel I'm coming down”

    ნაწილობრივ მაინც მუსიკალური ენთრი გამომივიდა...


    The wine it was drunk, the ship it was sunk,
    The shot it was dead, all the sorrows were drowned.